ELL - Your Way to the Best Education

English
Georgian
Russian
დაგვიკავშირდით
Facebook

შეკითხვები

1. როდის შემიძლია სწავლის დაწყება?

სწავლის დაწყების დრო დამოკიდებულია თავად პროგრამაზე. GCSE, A-Levels, IB,  Foundation, Diploma Foundation, Pre-MBA/Pre-Masters, Undergraduate and Postgraduate პროგრამებზე სწავლა იწყება სექტემბრიდან იანვრიდან და აპრილიდან. საბუთების მომზადება რეკომენდირებულია დაახლოებით სამი თვით ადრე. ენის კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში სწავლა იწყება ნებისმიერი თვიდან. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება წარმოებს სწავლის დაწყებამდე სულ მცირე სამი კვირით ადრე.

2. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე საზღვარგარეთ სასწავლებლად?

საზღვარგარეთ წასვლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:1. შეეძლოს სწავლისა და ცხოვრების საფასურის ფინანსური უზრუნველყოფა; 2. აკმაყოფილებდეs კურსის მიერ წაყენებულ ინგლისური ენის მოთხოვნებს, კერძოდ, ჰქონდეს სერთიფიკატის შესაბამისი ქულები:

GCSE-  4.5; Foundation- 5.0; Pre-MBA/Pre-Masters/MQF - 5.0; A-Levels -5.5; Business Degree Level 1-  International Baccalaureate- 5.5 , Diploma Foundation- 6.0-6.5, Undergraduate Degrees-6.5 , Postgraduate Degrees- 7.0.

 

3. როგორია სწავლისა და საცხოვრებლის საფასური ევროპაში?

ეს დამოკიდებულია არჩეულ ქალაქსა თუ რეგიონზე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებული არის ლონდონი, შედარებით ნაკლები გადასახადია კემბრიჯში, ოქსფორდში, შოტლანდიაში, კიდევ უფრო მისაღები ფასებია სამხრეთ ინგლისში, ცენტრალურ ინგლისში და ყველაზე მცირე გადასახადია და ბოლოს, ყველაზე მცირე გადასახადებია ჩრდილოეთ ინგლისსა და უელსში.

ზუსტი დანახარჯები განისაზღვრება კონსულტაციის შემდეგ, არჩეული სასწავლებლის, საცხოვრებლის, მგზავრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დანახარჯების შეჯამების შემდეგ. 

სწავლების საშუალო საფასური გრძელვადიანი პროგრამებისათვის:

GCSE- 7.500- 12.000 GBP(ფუნტი სტერლინგი) წელიწადში

A-Level - 7,600- 16,000 GBP(ფუნტი სტერლინგი) წელიწადში

Foundation - 6,400- 12,000 GBP(ფუნტი სტერლინგი) წელიწადში

Pre-Masters- 3,500-4,500 GBP(ფუნტი სტერლინგი) სემესტრში

საცხოვრებლის ღირებულება(accommodation) 3,500- 5,000 ფუნტამდე წელიწადში. ამ ფასში შედის ცხოვრება ადგილობრივ ოჯახში, უნივერსიტეტის საცხოვრებელში და კერძოდ დაქირავებულ ბინაში და ორჯერადი კვება(დილა-საღამოს).

მოკლევადიანი ენის კურსები:

 სწავლის ღირებულება, 180-დან 250-ფუნტამდე კვირაში,

საცხოვრებლისა და კვების ღირებულება 90დან 100 ფუნტამდე კვირაში

სოციალური პროგრამის (ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურული ღონისძიებები) საფასური კვირაში 50-დან 70-მდე კვირაში(მხოლოდ საზაფხულო ენის კურსებისათვის).

შენიშვნა: სწავლისა და ცხოვრების ღირებულება ზუსტდება შერჩეული უნივერსიტეტისა და კოლეჯის მიხედვით.

4. რა არის საჭირო იმისთვის რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გავემგზავრო?

საჭიროა დაისახოთ გარკვეული მიზანი და გქონდეთ შესაბამისი ფინანსური საშუალებები.

5. რა ღირს "ი ელ ელ"-ის მომსახურება?

საორიენტაციო კონსულტაცია არის უფასო, თუმცა სააპლიკაციო პროცესი იწყება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მომსახურების ფასი დამოკიდებულია არჩეული პროგრამის ხანგრძლივობასა და დონეზე.

6. ენა არ ვიცი, მაგრამ მსურს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა- ეს შესაძლებელია?

აუცილებელია ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა, რაც შეესამება A2-Pre-Intermediate დონეს დიდი ბრიტანეთისთვის. ევროპის სხვა ქვეყნებში (ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) არის შესაძლებლობები დამწყებთათვის.

7. შეგიძლიათ მიპოვოთ სამუშაო საზღვარგარეთ?

კომპანია "ი ელ ელ"-ი გთავაზობთ მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებს და მის საქმიანობაში არ შედის მსურველთა დასაქმება საზღვარგარეთ.

8. ჩემი ნაცნობი გაემგზავრა საზღვარგარეთ, მაშინვე მოეწყო სამუშაოზე და კარგი ხელფასი აქვს. მეც მინდა ასე. 

არ დაუჯეროთ ნაცნობს, ალბათ ის აჭარბებს. კარგი სამუშაოს მოზებნის უნარი საზღვარგარეთ ცხოვრებით არ განისაზღვრება.

9. შეიძლება სწავლის პარალელურად მუშაობა?

ხანგრძლივი აკადემიური პროგრამები (უპირატესად, მაგისტრატურა) სტუდენტებს, როგორც წესი, აძლევს ნაწილობრივი დასაქმების უფლებას(არაუმეტეს 10 საათისა კვირაში). ხანმოკლე პროგრამები ამის უფლებას არ აძლევენ.

10. ერთხელ უკვე ჩამირტყეს უარი პასპორტში, შეიძლება კიდევ ვცადო ვიზის მიღება იმავე ქვეყანაში წასასვლელად?

ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული-რამდენი ხნის წინ ჩაგირტყეს უარი, რა იყო ამის მიზეზი და რა მიზნით აპირებთ კვლავ ვიზის მიღებას.

11. მაქვს უარი პასპორტში, მსურს პასპორტისა და გვარის შეცვლა და კვლავ მიმართვა ვიზაზე.

თქვენ შეიძლება შეცვალოთ პასპორტი და გვარი მაგრამ სახეს ვერ შეცვლით და არაა გამორიცხული საელჩოში გიცნონ, ამიტომ ეს არაა გამოსავალი.

უნდა დაიმახსოვროთ, რომ საელჩოს მოტყუების მცდელობაშეიძლება ძვირად დაგიჯდეთ- დიდი ხნით აგიკრძალონ სასურველ ქვეყანაში გამგზავრება და გარდა ამისა, სხვა ქვეყნების საელჩოებშიც უარი მიიღოთ,

12. არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის?

როგორც წესი, პროგრამა თავად განსაზღვრავს მონაწილის ასაკობრივ შეზღუდვას, მაგალითად, საზაფხულო ენის კურსები შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეთათვის(13-21 წელი) ან ასაკის შუზღუდავად. ამ შემთხვევაში ასაკოვან 50 წელს გადაცილებულ ადამიანსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუკი წარმოადგენს თუკი წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

13. მსურს საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ ფული არ მაქვს, როგორ მოვიქცე?

თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი:

 შეგიძლიათ გრანტის მოპოვება სცადოთ სხვადასხვა სახის კონკურსებში მონაწილეობით, სადაც თქვენ უნდა დაამტკიცოთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხართ საქართველოდან მონაწილე კონკურსანტებს შორის.

მეორე ვარიანტი(უპირატესად მაგისტრანტებისათვის)- შესაძლებელია მიიღოთ ბანკებისაგან გრძელვადიანი სტუდენტური სესხი თქვენი სწავლის დაფინანსებისათვის სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებისათვის(მაგისტრანტებისათვის) შესაძლებელია წარუდგინოთ განვითარებისა და რეფორმების ფონდს ოფიციალური წერილი(დოკუმენტაცია) მათ მიერ დამტკიცებულ ევროპის ან აშშ-ს უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ 1ივნისამდე.

14. არ ვარ საქართველოს მოქალაქე მაგრამ ვსწავლობ აქ, თუ შემიძლია ვისარგებლო "ი ელ ელ"-ის მომსახურებით საზღვარგარეთ სწავლას დაკავშირებით და მივიღო ვიზა უცხო ქვეყნის საკონსულოში?

          დიახ, შეგიძლიათ. თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ოფიციალურად სწავლობთ ან მუშაობთ საქართველოში, სავსებით შესაძლებელია თქვენი გაგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად ნებისმიერ პროგრამაზე.

15. როგორ ხდება მიღება ინგლისური ენის ცენტრში თბილისში?

   თქვენ უნდა მობრძანდეთ ინგლისური ენის ცენტრში, გაიაროთ სათანადო ტესტირება და მოხვდებით შესაბამის ჯგუფში ან გადაწყვეტთ მომზადებას ინდივიდუალურად თქვენი სურვილის მიხედვით.

16. როდის ტარდება საერთაშორისო კემბრიჯის სერტიფიკატებზე გამოცდები?

 საერთაშორისო კემბრიჯის სასერტიფიკატო გამოცდები PET, FCE, CAE ტარდება ბრიტანეთის საბჭოში დეკემბერში და ივნისში, ხოლო IELTS გამოცდაზე გასვლა შეგიძლიათ ნებისმიერ თვეში.

17. რა მომსახურებას გვიწევს სააგენტო "ი ელ ელ"-ი?

"ი ელ ელ"-ში გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციებსა საზღვარგარეთის ქვეყნების პრესტიჟულ  უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში განათლების მისაღებად. დაგეხმარებიან სასურველი სასწავლო კურსის შერჩევაში, ცარიცხვასა და გამგზავრებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა საუნივერსიტეტო კოლეჯებსა და ენის სკოლებში სტუდენტების მოწვევა-განთავსება, სავიზო დოკუმენტაციისა და "ი ელ ელ"-ის support letter-ის მომზადება საკონსულოში წარსადგენად, ავიაბილეთების დაჯავშნა და ა.შ.ჩვენ უზრუნველყოფთ საზღვარგარეთ თქვენი სწავლისა და ცხოვრების სრულ მონიტორინგს. გარდა ამისა, თბილისის ინგლისური ენის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ ინგლისურის საჭირო დონის მისაღწევად და საერთაშორისო სერთიფიკატებისათვის, როგორებიცაა IELTS, TOEFL, FCE, PET, CAE.

18. რა ეტაპიდან დავიწყო სწავლა საზღვარგარეთ?

უფასო კონსულტაციით სააგენტო"ი ელ ელ"ის ოფისში.

 

 

30A Vazha Pshavela Avenue,
III Floor, Office 12, Tbilisi 0117, Georgia
Created by Neomedia